ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2022 წლის საერთაშორისო კონკურსისთვის. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
სელექცია შედგება ორ კატეგორიაში:
- მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი (10-35 წთ)
- მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი (10-35 წთ)
ნამუშევრების მიღების საბოლოო ვადაა 20 ივნისი.
ფესტივალი გაიმართება 1-7 ოქტომბერს.