ფესტივალის „საერთაშორისო ლიტერატურული დღეები – კავკასია” ფარგლებში ანა კორძაია-სამადაშვილის ორი ღონისძიება გაიმართა: ,,თბილისი არის ყველგან” მოდერატორი: რახელ გრაცფელდი; ტექსტი წაიკითხა ანდრეას შტორმმა. ღონისძიება გაიმართა მწერალთა სახლისა და ქართული კულტურის პლატფორმა ციურიხის ორგანიზებით.
,,რა, თუ არა ლიტერატურა” მონაწილეები: ანა კორძაია-სამადაშვილი, მარია სტეფანოვა, არტემ ჩეხი;მოდერატორი: ზაალ ანდრონიკაშვილი; ღონისძიებაზე ანა კორძაია-სამადაშვილი მიწვეული იყო როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის წარმომადგენელი. მწერალმა ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.