ვიდეობლოგის სტუმარი უკრაინაში ქართული ეროვნულ-კულტურული საზოგადოება “საქართველოს” დამფუძნებელი აკაკი იაკობიშვილია. ის ოდესაში იმყოფება. თუ რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე ქვეყანაში, როგორია იქ მყოფი ქართველების მდგომარეობა და როგორია პროგნოზები – ინტერვიუში გვიყვება.
,,არცერთი წუთით არ მიფიქრია აქაურობის დატოვება, თავის დროზე უკრაინამ შემიფარა ოჯახთან ერთად და ასეთ დროს წასვლა ამ ქვეყნის და უკრაინელების ღალატად მიმაჩნია ჩემი მხრიდან. ადგილზე ვრჩებით ბოლომდე. მოდუნების საშუალება არ გვაქვს. როცა აქ, ეპიცენტრში იმყოფები და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ადამიანების თვალებში ხედავ და გრძნობ უდიდეს შემართებას, ისე რომ არც სჭირდებათ მოწოდება, რა ემოციაა სიტყვებით ვერ გადმოგცემთ…“
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"