საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ვარშავის ღია პირველობაზე გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
თი თქმით, ღია პირველობის დასკვნით დღეს, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი შერაზადიშვილმა (- 81კგ) და ნიკა ხარაზიშვილმა (- 90 კგ), ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) კი ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. ერთი დღით ადრე ასევე ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა გიორგი ტერაშვილმა (-73 კგ).
საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით კაცთა ჩათვლაში მე-6 ადგილი დაიკავა.