ვარშავის ღია პირველობაზე გიორგი ტერაშვილმა უფროსებს შორის პირველი მედალი მოიპოვა.
ის პოლონეთში, ვარშავის ღია პირველობის ვიცეჩემპიონი გახდა.
ნახევარფინალში მან ბრიტანელი პოუელი ვაზარით დაამარცხა. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მისი მეტოქე მასპინძელი ვიქტორ მროუჟინსკი იყო.