ინდოეთი თამარის ბავშვობის ოცნება იყო. აზიურ კულტურას ახლოდან 2016 წელს გაეცნო, როდესაც მეგობრებთან ერთად, პირველად გაემგზავრა როგორც ტურისტი. კონტრასტების ქვეყანამ კიდევ უფრო მოხიბლა, საბოლოოდ კი, ინდოეთმა სიყვარულიც აპოვნინა…
თამარ ლაშაური ინდოეთის დედაქალაქ დელიში 2017 წლიდან ცხოვრობს. მან რამდენიმე წლის წინ ქართულ-ინდური ოჯახი შექმნა და მეუღლესთან ერთად პატარა ვაჟს ბრაიანს ზრდის.
თბილისში გაიზარდა, სამხატვრო აკადემია მოდის დიზაინის განხრით დაამთავრა. მოგვიანებით დელიში ახალ პროფესიასაც დაეუფლა, ვიზაჟის ხელოვნება შეისწავლა ინდოეთში ცნობილ ვიზაჟისტთთან და დღეს ამ განხით მუშაობს. მისი კლიენტები ძირითადად ინდოელი პატარძლები არიან. როგორც თამარი ამბობს, განსაკუთრებით სიამოვნებას ანიჭებს მათთვის უმნიშვნელოვანესი დღის გაფერადება. გარდა ამისა, დასაქმებულია როგორც მოდელი, მონაწილეობს გადაღებებში, კოსმეტიკური ბრენდები რეკლამებშიც ხშირად იღებენ. თამარ ლაშაური პოპლარულია სოც. ქსელშიც, ინსტაგრამზე უამრავი ინდოელი გამომწერი ჰყავს. სამომავლოდ საკუთარი სტუდიის შექმნას გეგმავს, სადაც საპატარძლოებს და არამარტო მათ, სრულყოფილ სერვისს შესთავაზებს და მოსწავლეებსაც შეასწავლის ვიზაჟს. ნახეთ ვიდეო ინტერვიუ.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"