22 თებერვალს, ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა ქ. მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, პროფ. ენრიკო შლაიფთან. ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები ავრცელებს.
მათი თქმით, შეხვედრისას განიხილეს კავკასიოლოგიის ინსტიტუტში ქართველოლოგიის დარგში მიმდინარე და დაგეგმილი სამეცნიერო პროექტები და ინიციატივები. მხარეები შეთანხმდნენ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ახალ ეტაპზე გადაყვანის შესახებ.
ასევე განიხილეს სხვადასხვა ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები.