ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

უკრაინაში საქართველოს საელჩოს განცხადებით, საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს.  „ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან“, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

მათი თქმით, უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულოები ოდესაში, დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

„უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17; (093) 544 01 47. ამასთან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო“, –  ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.