11-19 თებერვალს, რუმინეთში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის, საქართველოდან ორი გუნდი იყო წარმოდგენილი. 8 შესაძლებლობიდან ქართველმა მოსწავლეებმა 6 მედალი მოიპოვეს.
„მოპოვებული მედლებიდან 5 კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა დაიმსახურეს. ვერცხლის მედლის მფლობელები არიან ნინო ჩხაიძე და ირაკლი სულამანიძე; ბრინჯაოს მედლის – ოთარ გაგნიძე, ვახტანგ ჩაჩანიძე და ანდრია ბერიძე, ხოლო 1 ვერცხლის მედალი ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლემ თარაშ დოლაბერიძემ მოიპოვა“, – ნათქვამია სკოლა-პანსიონი კომაროვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.