,ყველას ვუსურვებ ძალიან მალე, გაძლიერებული და გამთლიანებული დაბრუნებულიყოს თავის ქვეყანაში“

ვიდეობლოგის სტუმარი ქართველი ემიგრანტი აშშ-დან მანანა ასკურავაა. ის მუსიკოსია და ნიუ-იორკში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს აღზრდილი.

მისი შემოქმედებითი ცხოვრება მშობლიური ბათუმიდან იწყება. ვოკალის განხრით, პატარაობიდან უწინასწარმეტყველებდნენ წარმატებულ მომავალს. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სადაც თავადაც გამორჩეული პედაგოგების ხელში აითვისა საყვარელი პროფესია. წლების მანძილზე საოპერო თეატრში მოღვაწეობდა, 1990-იან წლებში ოჯახთან ერთად გამგზავრება ემიგრაციაში მოუხდა, სადაც პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი. მისი მოსწავლეები საერთაშორისო ფესტივალების ხშირი მონაწილეები და გამარჯვებულები არიან. პრესტიჟულ კონკურსებში ჟიურის წევრი თავადაც არაერთხელ ყოფილა.

,,ძალიან გამიმართლა, რადგან ამერიკაში ჩამოსვლისთანავე ჩემი პროფესიით შევუდექი საქმიანობას. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მეგობრებსა და გულშემატკივრებს. მადლობელი ვარ მათი. წარმატებები თანდათან მოვიდა. ჩემი მოსწავლეები საერთაშორისო ფესტივალებზე გრანპრითა და პირველი პრემიით ამთავრებენ ხოლმე გამოსვლებს. ამჟამად, ვთანამშრომლობ ნიუ-იორკში ქართულ ცენტრთან  irina dance academy-სთან, სადაც ქართული სულისკვეთებით ვზრდით მომავალ თაობას. ასევე, არ შემიძლია არ გამოვყო დიანა ბაგრატიონი და მისი ფონდიც, რომელიც გვერდით უდგას ნიჭიერ ადამიანებს და ქართულ დიასპორას,“ – ამბობს ინტერვიუში მანანა ასკურავა.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"