სკოლა „ჯეჯილის“ მოსწავლეებმა, 25 დეკემბერს გამართული საქველმოქმედო ბაზრობიდან შემოსული თანხით, ლეპტოპი და წიგნები შეიძინეს ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები თანატოლებისთვის და ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაცეს.
„კარგი ამბავი გვაქვს – ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ სკოლა „ჯეჯილს“ ესტუმრა. ამჯერად იქიდან წამოვედით საჩუქრებით დატვირთულნი.
სკოლა „ჯეჯილის“ მოსწავლეებმა, 25 დეკემბერს გამართული საქველმოქმედო ბაზრობიდან შემოსული თანხით, ლეპტოპი და წიგნები შეიძინეს ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები თანატოლებისთვის.
„ეკვილიბრიუმი“ ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს სკოლა „ჯეჯილის“ მოსწავლეების საჩუქარს უახლოეს ხანებში გადასცემს“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.