საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ანასტასია გუბანოვამ პეკინში, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე მოციგურავეთა შეჯიბრებაზე – ერთეულები (მოკლე პროგრამა) 65.40 ქულით 30 მონაწილეს შორის მე-10 ადგილი დაიკავა.
საქართველოს მოციგურავე ანასტასია გუბანოვა თავისუფალ პროგრამაში 17 თებერვალს იასპარეზებს.
ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლას 25 საუკეთესო მოციგურავე აგრძელებს.