ვასო გულეურის „დაბრუნებული ბგერები” გერმანულ ენაზე ითარგმნა

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Handrick Verlag მიერ გამოიცა ვასო გულეურის „დაბრუნებული ბგერები“ მთარგმნელი: თამარ რეკ-კოტრიკაძე. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

წიგნის შესახებ: ერთ პატარა, ლამაზ ქალაქში უცნაური ამბები ხდება _ თანდათანობით ქრება ბგერები და ირგვლივ ყველა დუმდება: ჩიტები ვეღარ ჭიკჭიკებენ, ფისოები ვეღარ კრუტუნებენ, წყაროები ვეღარ რაკრაკებენ… ამბობენ, ამ ყველაფერში მორენდოს _ ყორნის სახის მქონე ბოროტი ჯადოქრის ხელი ურევიაო. წინასაშობაოდ მან მარიას ფორტეპიანოს ბგერებიც მოიტაცა, რათა პატარა გოგონას საშობაო ლამაზი მელოდია ვეღარ დაეკრა. ამ ყველაფრის შემსწრე კეთილი ელფები, ელლუ და ალბი, დასახმარებლად ბრძენ სოფიას მიმართავენ და მისი რჩევებით ეცდებიან, მარიასაც დაეხმარონ და სხვა დაკარგული ბგერების პატრონებსაც.რა გადახდებათ თავს ელფებს? შეძლებენ მარიას დახმარებას? ისევ აჟღერდება საშობაო ლამაზი მელოდიები? დაუბრუნებენ ბგერებს თავიანთ პატრონებს?.. პასუხს ამ შეკითხვებზე აუცილებლად იპოვი ზღაპარში. წაიკითხე და დარწმუნდები, რომ მეგობრობას საოცარი ძალა აქვს, შობის ღამე კი სასწაულების ღამეა!.