საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ქართულ-ფრანგულ ორდიპლომიან პროგრამას – „წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში“, რომელიც სტუ-ისა და ფრანგული უნივერსიტეტის რენე-1-ის მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, კუსრდამთავრებულთა პირველი გამოშვება ჰყავს.
“2021 წლის 11 კურსდამთავრებულს 2 თებერვალს დიპლომები საზეიმო ვითარებაში, საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა და სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გადასცეს. დიპლომების გადაცემის ცერემონიას სტუდენტებთან ერთად, ორივე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული პროგრამა 2020 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ს შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრავალმხრივი მხარდაჭერით დაარსდა.