ილიას თხზულებათა კრებულის 18 ტომი ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“ განთავსდა

წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელი სრულდება. ეროვნული ბიბლიოთეკა ამ თარიღს უძღვნის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ილიას თხზულებათა კრებულის 18 ტომი უკვე ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“ განთავსდა.

„დაწყებულია ამ კრებულის დოკუმენტურ ფორმატში გადაყვანაც, რის შემდეგაც განთავსდება მერაბ მამარდაშვილის სახელობის ციფრული კოლექციების სპეციალურ კოლექციაში სახელწოდებით „ილია“.

ასევე მიმდინარეობს ილიას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული  წიგნების (კვლევები, მოგონებები, მონოგრაფიები), დისერტაციების, ცალკეული სტატიების გაციფრულების პროცესი. ეს მასალაც მერაბ მამარდაშვილის სახელობის ციფრული კოლექციების შესაბამის კოლექციაში განთავსდება“, – ნათქვამია  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.