2022 წლის 1 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული დიასპორისთვის 3 საგრანტო პროგრამის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა:
- „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“;
- „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“;
- „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“
„აღნიშნული პროგრამები ხელს უწყობს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას“, – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.