პეკინის ზამთრის ოლიმპიადა დაიწყო და ფიგურულ ციგურაობაში, გუნდურ ასპარეზობაში, მამაკაცების მოკლე პროგრამაში, ჩვენი ნაკრებიდან პირველმა მორის ყვითელაშვილმა იასპარეზა. მოკლე პროგრამით გამოსვლა მორისმა სუფთად შეასრულა და საბოლოოდ 92.37 ქულა დაიმსახურა, რაც საკმარისი აღმოჩნდა მეოთხე პოზიციის დასაკავებლად და მედლისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. თავისუფალ პროგრამას მორისი 7 თებერვალს შეასრულებს. მორის ყვითელაშვილისთვის პეკინის ოლიმპიადა რიგით მეორეა 2018 წლის პიონჩანგის ოლიმპიური თამაშების შემდეგ.
ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში ჩაერთვნენ მარია კაზაკოვა და გიორგი რევია. რითმულ ცეკვებში მათ 64.60 ქულა დაიმსახურეს და მერვე პოზიცია დაიკავეს.
მესამე დისციპლინაში, სპორტულ ცეკვებში იასპარეზეს კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ. მათ სპორტული ცეკვების მოკლე პროგრამაში 64.79 ქულა მიიღეს და გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.
ჩვენი სპორტსმენების გამოსვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილზეა.
ქალთა ინდივიდუალური ციგურაობა 6 თებერვალს გაიმართება. საქართველოს სახელს ანასტასია გუბანოვა დაიცავს.