მადრიდში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

მიმდინარე წლის 8 თებერვალს, 19.30 სთ-ზე,ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, გალერეაში “Ulmacarisa” გაიმართება ესპანეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების  – ნინი გამილაღდიშვილისა და ნინო ირემაძის ნამუშევრების ექსპოზიცია სახელწოდებით“ კავშირი”. დასწრება თავისუფალია. ინფორმაციას ესპანეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ნინი გამილაღდიშვილი წლებია ესპანეთში ცხოვრობს, ის  საინტერესო, ფერად და ორიგინალური ხელნაკეთ ნივთებს ქმნის. ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია  გამორჩეული ხელწერის მქონე მხატვარი ნინო ირემაძეც. ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გალერეაში “Ulmacarisa” 15 თებერვლამდე გასტანს.