28 იანვარს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ უმასპინძლა ორგანიზაციის „ქალები დიპლომატიაში” წარმომადგენლებსა და გაერთიანებულ სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ქალ ხელმძღვანელებს.
შეხვედრის დროს საქართველომ აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტობა მომდევნო ექვსი თვის ვადით გადაიბარა, რომლის ფარგლებშიც საელჩო გეგმავს ღონისძიებების განხორციელებას თემატიკაზე – „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია აერთიანებს გაერთიანებულ სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და აქტიურად თანამშრომლობს ბრიტანეთის სამთავრობო სტრუქტურებთან.