პორტუგალიის გრან-პრიზე 46 ქვეყნის 408 წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის 14 ქართველი სპორტსმენია:
-60 კგ. – გიორგი სარდალაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი
-66 კგ. – თენგო ზირაქაშვილი, საბა კაპანაძე
-73 კგ. – გიორგი ტერაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი
-81 კგ. – დიმიტრი გოჩილაიძე, იმედა გოგოლაძე
-90 კგ. – იმედა გოგოლაძე, ნიკა ხარაზიშვილი
-100 კგ. – ომარ საური, გიორგი ბერიაშვილი
+100 კგ. – საბა ინანეიშვილი, გიორგი ქავთარაძე
მთავარი მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი.
პორტუგალიის გრან – პრიზე, II საშეჯიბრო დღეს იმედა გოგოლაძემ გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა
გიორგი ბერიაშვილმა კი გადამწყვეტ შეხვედრაში ხორვატ კუმრიჩს ჯერ ვაზარი აართვა და იქვე შებოჭვაზეც მოაყოლა და იგი პორტუგალიის გრან-პრის ბრინჯაოს მფლობელი გახდა.