ალექსანდრე კობერიძის ფილმი “რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ?” “Premiers Plans – Angers Film Festival”-ზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს.ალექსანდრე კობერიძის ფილმი ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა და ლიზასა და გიორგის სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, ფილმი ქუთაისში გადაიღეს და მასში მთავარ როლებს ანა ქარსელაძე, გიორგი ბოჭორიშვილი, გიორგი ამბროლაძე, ოლიკო ბარბაქაძე და ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ 2021 წელს ბერლინალეს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) ჯილდო დაიმსახურა.ასევე ფილმი “რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ” ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა და “ვერცხლის ჰიუგო” საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა.
23 თებერვლიდან ფილმი “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” საფრანგეთის კინოთეატრებში გამოვა.