29 იანვარს, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების
თეიმურაზ ლეჟავამ მიმოიხილა საქართველოსა და იაპონიას შორის წარმატებული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის,პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და კულტურის სფეროებში.ამასთან, ელჩმა ისაუბრა საქართველოს უძველეს კულტურასა და მის უნიკალურობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.ელჩმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის გულშემატკივარს, ტაკეჰიდე ჰარადას ფესტივალის ორგანიზებისათვის და ცნობილ ქართველოლოგს, იასუჰირო კოჯიმას ქართული ფილმების იაპონურად თარგმნის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. აღსანიშნავია,რომ ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 35 ქართული ფილმი ორიგინალური გახმოვანებითა და იაპონური სუბტიტრებით.