მწერალთა სახლის ხელშეწყობით, 2022 წელს ფრანგულ ენაზე ითარგმნება და გამომცემლობის Les éditions MEDUZA მიერ გამოიცემა მარო მაყაშვილის დღიური.
მთარგმნელი: მაია გიორხელიძე
სახალხო გმირი მარო მაყაშვილი 1901 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. 1921 წლის 19 თებერვალს კი, თბილისის მისადგომებთან, საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა იმსხვერპლეს 19 წლის სტუდენტი, მოწყალების და მარო მაყაშვილი. ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე).