ილიაუნი 10 სტუდენტს IEEE-ში გაწევრიანების შესაძლებლობას სთავაზობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საინჟინრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს სთავაზობს, IEEE-ის წევრები გახდნენ.

IEEE, მსოფლიოს უმსხვილესი პროფესიულ – ტექნოლოგიური ორგანიზაცია, აერთიანებს 160-ზე მეტი ქვეყნის 419 000 წევრს. IEEE-ის მიზანია სამეცნიერო გამოცემების, კონფერენციების, ტექნოლოგიური სტანდარტების, პროფესიული და საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს ინოვაციებისა და გლობალური ჩართულობის საფუძველზე.

„IEEE ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროფესიული ორგანიზაციაა მსოფლიოში ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

2021 წელს უნივერსიტეტმა 22 სტუდენტი გააწევრიანა IEEE-ში. შედეგად ილიაუნის ბაზაზე პირველად საქართველოში დაარსდა IEEE სტუდენტური წარმომადგენლობა. 2022 წლისთვის ილიაუნი დამატებით 10 სტუდენტს სთავაზობს ორგანიზაციაში გაწევრიანების შესაძლებლობას. შერჩეული აპლიკანტები დაფინანსებას მიიღებენ სამოტივაციო წერილისა და ინტერვიუს საფუძველზე.

რეგისტრაციის ვადა: 18:00 საათი, 14 თებერვალი, 2022 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, – ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.