ელიზბარ ოდიკაძემ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ივან იარიგინის სახელობის გრან – პრიზე, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ელიზბარ ოდიკაძემ ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო.
გრან – პრიზე გიორგი ღონიაშვილმა და ტარზან მაისურაძემაც იჭიდავეს, თუმცა საპრიზო ადგილების გარეშე დარჩნენ.
საქართველოს სახელით ხალიჩაზე ბექა ლომთაძე და გიორგი სულავაც უნდა გასულიყვნენ, მაგრამ შეჯიმრებაზე მაღალი ტემპერატურის გამო ვერ გაემგზავრნენ.