სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება” გაერთიანებული სამეფოს კინოთეატრებში გამოდის.
დიდი ბრიტანეთის კინოთეატრების გარდა, ფილმის ჩვენება შედგება თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (ICA)
„მოთვინიერება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მალევე იგი ასევე აჩვენეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში „ფორუმი“. მას შემდეგ „მოთვინიერება“ არაერთ პრესტიჟულ კინოფესტივალზე შეირჩა და რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა. უახლოეს პერიოდში ფილმი გამოვა გერმანიისა და შვეიცარიისა კინოგაქირავებაში.