თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ელიზბარ ოდიკაძემ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,  ივან იარიგინის სახელობის გრან – პრიზე, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ელიზბარ ოდიკაძემ ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო.

გრან – პრიზე გიორგი ღონიაშვილმა და ტარზან მაისურაძემაც იჭიდავეს, თუმცა საპრიზო ადგილების გარეშე დარჩნენ.

საქართველოს სახელით ხალიჩაზე ბექა ლომთაძე და გიორგი სულავაც უნდა გასულიყვნენ, მაგრამ შეჯიმრებაზე მაღალი ტემპერატურის გამო ვერ გაემგზავრნენ.