პარიზის გრანდ სლემზე 13 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

5-6 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი – პარიზის გრანდ სლემი გაიმართება, სადაც წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების სახელით 13 სპორტსმენი იასპარეზებს.ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. გთავაზობთ საქართველოს ძიუდოისთა ნაკრების წინასწარ შემადგენლობას პარიზის გრანდ სლემისთვის:

-60 კგ. – თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი; -66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი; -73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი; -81 კგ. – ვლადიმერ ახალკაცი; -90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი. ლუკა მაისურაძე; -100 კგ. – ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე; +100 კგ. – გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი; მთავარი მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს პარიზის გრანდ სლემზე!