ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” 28 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების კინოთეატრებში გამოვიდა.ფილმის დისტრიბუტორია კინოკომპანია Kino Lorber. ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს. ფილმი ემიგრაციაში მყოფი ქართველების შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლს კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს, ასევე ერთ -ერთ მთავარ როლშია ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც “მეოთხე ბრაიტონი” სამწუხაროდ ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი ნიუ იორკშია გადაღებული ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ”
შეგახსენებთ, რომ ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით სწორედ ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” იბრძოლებს.