სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობისა და გაცვლითი პროგრამების რაოდენობის გაზრდაზე, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არქეოლოგიის დარგში, ერთობლივი კვლევითი პროგრამების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის (ELTE) (უნგრეთი) უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
პარტნიორობის ახალი შესაძლებლობებს ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელსაც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ELTE-ს რექტორმა ლასლო ბორჰიმ მოაწერეს ხელი.ღონისძიებაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა ELTE-ს რექტორს, პროფესორ ლასლო ბორჰის გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის გნვითარების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი ყოველწლიური ჯილდო „საქართველოს უცხოელი მეგობარი.“-აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის განცხადებაში.
გამოიფინა ცნობილი უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის მიერ ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსანი“ (ქართველიშვილისეული გამოცემა, 1888 წ.), რომელიც თსუ ბიბლიოთეკის ფონდებშია დაცული.