ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკრაინული ბიბლიოთეკა გაიხსნა

28 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა უკრაინული ბიბლიოთეკა გახსნეს.

უკრაინული ბიბლიოთეკა უკრაინის საელჩოს, უკრაინული ინსტიტუტისა და ორგანიზაცია „სვიტანოკის” მხარდაჭერით გაიხსნა. “ერთი მხრივ, ეს იქნება თვისობრივად ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი ლიტერატურით დატვირთული კუთხე და მეორე მხრივ, ჩვენი სიმბოლური ჟესტი უკრაინელების მხარდასაჭერად, ქვეყნისთვის რთულ დროს. ამავდროულად, ქართული ბიბლიოთეკა უკრაინაშიც გაიხსნება“