ელენე ნავერიანის ფილმი “სველი ქვიშა” Solothum Film Festival-ის გამარჯვებულია

ელენე ნავერიანის ფილმი “სველი ქვიშა” Solothum Film Festival-ის გამარჯვებულია, ინფორმაციას ეროვნული კინო-ცენტრი ავრცელებს. ფილმს გადაეცა პრესტიჟული ჯილდო The Prixs de Soleure. “სველი ქვიშა” შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და ის შვეიცარია-საქართველოს კოოპროდუქციაა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის მსოფლიო პრემიერა გასული წლის აგვისტოს თვეში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. სადაც  ფილმში „სველი ქვიშა“ გია აგუმავამ ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო. 19 ოქტომბერს კი ფილმი გენტის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.

ფილმი ზღვისპირა სოფელში მცხოვრები ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, მათ ჰგონიათ რომ ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან, მაგრამ ბაბუის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ჩასული შვილიშვილი არკვევს ამბებს, რომელთა შესახებაც წარმოდგენა არავის ჰქონდა.