21-30 იანვარს იტალიაში 33-ედ იმართება ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი, ის 1989 წლიდან ტარდება და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი იტალიური ფესტივალია.
წელს Trieste Film Festival-ის ოფიციალური პოსტერის ავტორი ქართველი ფოტოგრაფი და რეჟისორი ტეტეშკა (ნათია ტეტიაშვილი) გახდა. მისი ნამუშევარი #TSFF33-ის თემებსა და მონათხრობს ეხმიანება, რაც ქალის იდენტობის მრავალმხრივობის იდეას გამოხატავს.
,,ვერ დავწერ იმას, რასაც ვგრძნობ. სასიამოვნო იყო #TSFF33-ის პატარა ნაწილი გავმხდარიყავი. გმადლობთ ჩემთან თანამშრომლობისთვის და იმედი მაქვს, რომ კვლავ შეგხვდებით ტრიესტეში. ჩემი პატივისცემა ფესტივალის ყველა წევრს, თქვენ საუკეთესო გუნდი ხართ“ – წერს ფეისბუქ გვერდზე ხელოვანი.