ქართველი ფოტოხელოვანის – ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები იტალიური ჟურნალის Il Reportage-ს უახლეს ნომერში დაიბეჭდა. ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტოხელოვანი ავრცელებს :„ჩემი მაღალმთიანი აჭარის პროექტი იტალიური ჟურნალის Il Reportage-ს უახლეს ბეჭდურ ნომერში. გარეკანზე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფოტოთი“
ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები წლებია არაერთ საერთაშორისო გამოცემაში იბეჭდება. ის დამოუკიდებელი ფოტოგრაფია, მუშაობს ფოტოსერიებზე, იღებს ძირითადად რეგიონებში, მისი ფოტოსერიები განსაკუთრებული და გამორჩეულია – მათში მხატვრული სინამდვილითაა ასახული რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ყოვლდღიური ცხოვრება, იმედი და სევდა.ნათელა გრიგალაშვილის ცნობილი ფოტოსერიებია: „დედაჩემის წიგნი“, „დუხობორების მიწა“, „თაგვების სოფელი“, „ცხოველთა ბაზრობა” “ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“ „პანკისის ხეობის ქალები”