საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ბრწყინვალე შედეგი საერთაშორისო ტურნირზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა – ათი წონითი კატეგორიიდან ექვსში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველი ჭაბუკები ავიდნენ. სულ კი ჩვენი ნაკრების მონაგარი ასეთია: 6 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

მათი თქმით, ჩემპიონები გახდნენ: ვახტანგ ლულუა (48 კგ), ანრი ხოზრევანიძე (51 კგ), საბა სურმანიძე (55 კგ), გოგა უბილავა (60 კგ), ლუკა გელაშვილი (80 კგ), საბა ფურცელაძე (92 კგ)

ვერცხლის მედლები მოიპოვეს დავით გაბედავამ (45 კგ), ლუკა ლომაძემ (65 კგ) და ზუკა მელაძემ (80 კგ). გიორგი ჭიკაიძემ (55 კგ), ლევან ორჯონიკიძემ (65 კგ) და დავით მგელაძემ (110 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.