საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ხარკოვში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა – ქართველმა ჭაბუკებმა 12 მედალი მოიპოვეს. აქედან 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.
„ჩემპიონები გახდნენ: გიორგი რომელაშვილი (45კგ), თემურ ჩაკვეტაძე (48კგ), საბა ღამბაშიძე (55კგ), გოგა ოთინაშვილი (65კგ) და ნიკა ფანცულაია (92კგ).
ვერცხლის მედალი საბა კობახიძემ (65კგ) მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: ლაშა გოგაძე (51კგ), ზურაბ კეკელაშვილი (51კგ), ზურაბ აბალაკი (60კგ), ნიკოლოზ მაისურაძე (71კგ), სანდრო ყურაშვილი (80კგ) და გიგა შავაძე (110კგ)“. – ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.