გიორგი ძაძამია ვანდერბილტის უნივერსიტეტში – Vanderbilt University (აშშ) ფიზიკის ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.
„გიორგის არჩევანი ფიზიკის სიყვარულმა, ფიზიკის გაკვეთილებმა, ფიზიკის წრემ და სკოლის გარემომ განაპირობა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელება უსაზღვრო შესაძლებლობების, ხარისხიანი განათლებისა და საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებული მრავალფეროვანი გარემოს გამო გადაწყვიტა.
Vanderbilt University-ში, რომელიც US News-ის მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში ტოპ 15 უნივერსიტეტს შორისაა, მხოლოდ 4 ქართველი სტუდენტი სწავლობს – ლუკა გურძენიძე (პირველი ქართველი სტუდენტი Vanderbilt University-ში), ლუკა ბუსკივაძე, ლუკა მუშკუდიანი და ახლა უკვე, გიორგი ძაძამია. ოთხივე ქართველი სტუდენტი სრული დაფინანსებით აგრძელებს სწავლას და ოთხივე მათგანი კომაროველია“, – ნათქვამია სკოლა-პანსიონი კომაროვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი თქმით, გიორგი არის:
კომაროვის ფიზიკის წრის მასწავლებელი.
ფიზიკის ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურის ამოცანების გამსწორებელი.
ფიზიკის ნაკრებების მწვრთნელებს ეხმარებოდა ოლიმპიადებისთვის ნაკრებების შერჩევისა და მომზადების პროცესში.
გიორგის გუნდის ლიდერობის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა: 4 ბრინჯაოს მედალი და საპატიო სიგელი ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი ევროპის ფიზიკის ოლიმპიადაზე, 4 ბრინჯაოს მედალი ჟაუტიკოვის ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IZhO).
იგი არის ევროპის ფიზიკის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი (2020).
ჟაუტიკოვის ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IZhO) მოპოვებული აქვს ვერცხლისა (2020) და ბრინჯაოს მედლები (2019).