სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, სლოვაკეთში კოვიდ პანდემიის არსებულ რეგულაციებში, კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციის მიზნით, შევიდა ცვლილებები და სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 19 იანვრიდან მოქმედებს შემდეგი რეგულაციები:
მათი თქმით, რესპირატორის ტარების ვალდებულება ვრცელდება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში იმ შემთხვევაში, როდესაც გარე სივრცეში დისტანცია უცხო ადამიანებს შორის 2 მეტრზე ნაკლებია. გარეთ გამართულ მასობრივ ღონისძიებაზე, დისტანციის მიუხედავად სავალდებულოა ყველასთვის რესპირატორის ტარება.
კოვიდ სერტიფიკატების მოქმედების ვადა განისაზღვრა ბოლო აცრიდან 9 თვის განმავლობაში (აღნიშნული ძალაში შედის 2022 წლის 1 თებერვლიდან).
არსებულ რეჟიმებს დაემატა OP + რეჟიმი და განისაზღვრა შემდეგი რეგულაციები:
„OP +“ რეჟიმი (ვაქცინაცია, კოვიდის გადატანა + მესამე „ბუსტერ“ დოზა) – აღნიშნულ რეჟიმს ექვემდებარება:
- სრულად ვაქცინირებული პირები, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის გამაძლიერებელი მესამე, „ბუსტერ“ დოზა.
- სრულად ვაქცინირებული პირები (ორჯერადი ვაქცინის მე-2 დოზა, ერთჯერადი ვაქცინის 1 დოზა), რომლებსაც აქვთ უარყოფითი შედეგი RT-PCR ან LAMP ტესტზე არაუმეტეს 72 საათისა ან ანტიგენის ტესტზე არაუმეტეს 48 საათისა.
- 18 წლის და 2 თვემდე ასაკის სრულად ვაქცინირებული პირები (ორჯერადი ვაქცინის მე-2 დოზა, ერთჯერადი ვაქცინის 1 დოზა) გამაძლიერებელი მესამე დოზის და ტესტის გარეშე.
- სრულად ვაქცინირებული (ორჯერადი ვაქცინის მე-2 დოზა, ერთჯერადი ვაქცინის 1 დოზა) პირები, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ COVID-19-სგან არაუმეტეს 180 დღის წინ.
- პირი, რომელსაც აქვს სლოვაკეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული გაიდლაინების მიხედვით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისადმი უკუჩვენება, აცრისგან გათავისუფლების შესახებ შესაბამისი საბუთის და არაუმეტეს 72 საათის RT-PCR ან LAMP ტესტის უარყოფითი პასუხის და/ან არაუმეტეს 48 საათის ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის ვალდებულებით.
- 6-დან 12 წლის და 2 თვემდე ასაკის პირები, რომლებსაც აქვთ არაუმეტეს 72 საათის RT-PCR ან LAMP ტესტის უარყოფითი პასუხი ან არაუმეტეს 48 საათის ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.
- 6 წლამდე ასაკის პირები ტესტის გარეშე.
“OP” რეჟიმი (ვაქცინაცია, კოვიდის გადატანა) – აღნიშნული რეჟიმს ექვემდებარება:
- პირი, ორდოზიანი ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან არანაკლებ 14 დღის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის, ბოლო დოზის მიღებიდან.
- პირი, ერთჯერადი ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან მინიმუმ 21 დღის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა ბოლო დოზის მიღებიდან.
- პირი, ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან არანაკლებ 14 დღის შემდეგ, თუ პირველი დოზა იქნა მიღებულ COVID-19-ის გადატანიდან 180 დღის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა ბოლო დოზის მიღებიდან.
- პირი, რომელმაც გადაიტანა COVID-19 არაუმეტეს 180 დღის წინ, რაც დადასტურდა RT-PCR ტესტით.
- პირები, რომლებმაც გადაიტანეს COVID-19, 180 დღეზე მეტი ხნის წინ და აცრილი იყვნენ ვაქცინის ერთჯერადი დოზით დაავადების გადატანიდან180 დღის განმავლობაში.
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები COVID-19-ის გადატანიდან არაუმეტეს 180 დღის წინ – დადასტურება გაიცემა პედიატრის მიერ ასევე 2021 წლის ნოემბრისთვის ჩატარებული ანტიგენის ტესტის დადებითი შედეგის საფუძველზე.
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები;
- 2-დან 12 წლის და 2 თვემდე ასაკის ბავშვები ანტიგენის ტესტის უარყოფითი შედეგით (მოქმედი 48 საათის განმავლობაში) ან PCR/LAMP ტესტის უარყოფითი შედეგით (მოქმედი 72 საათის განმავლობაში).
“OTP” რეჟიმი (ვაქცინაცია, ტესტირება, კოვიდის გადატა) – აღნიშნული რეჟიმი მოიცავს დამატებით ტესტის უარყოფითი შედეგს COVID-19-ზე: RT-PCR ან LAMP ტესტი არაუმეტეს 72 საათისა ან ანტიგენის ტესტი არაუმეტეს 48 საათისა.
“საბაზისო” რეჟიმი (ყველა, იმუნური სტატუსის მიუხედავად).
„კოვიდ -19-სგან გამოჯანმრთელებულად ითვლებიან შემდეგი პირები:
- პირები, რომლებსაც დადასტურებული ქონდათ კოვიდ-19 PCR ტესტით და გამოჯანმრთელდნენ კოვიდისგან ბოლო 180 დღის განმავლობაში;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც დადასტურებული ქონდათ კოვიდ-19 ანტიგენის დადებითი ტესტის საფუძველზე, მათი პედიატრის მიერ 2021 წლის 15 ნოემბრამდე გაცემული საბუთით.
19 იანვრიდან ახალი OP+ რეჟიმით შესაძლებელია შესვლა შემდეგ ობიექტებში: საცურაო აუზები, ველნესი, ფიტნესი, აკვა პარკები, სპა და სამკურნალო ცენტრები და სასტუმროები.
სასტუმროებში მოკლევადიანი განთავსებისთვის RT-PCR ან LAMP და/ან ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულება მოიხსნა მხოლოდ OP+ რეჟიმს დაქვემდებარებული პირებისთვის.
19 იანვრიდან OP + რეჟიმი ვრცელდება მაღალი რისკის მქონე ღონისძიებებზე, როგორიცაა დღესასწაულები, წვეულებები, ქორწილები. OP + რეჟიმი არ ვრცელდება სხვა ტიპის ჯგუფურ ღონისძიებებზე.
19 იანვრიდან შესვლა დაშვებულია ყველასთვის: სასურსათო და პირველადი საჭიროების ნივთების მაღაზიები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, საოფისე და სასკოლო ნივთების, საბავშვო ნივთების მაღაზიები, სამშენებლო მასალების, სამონტაჟო და ელექტროსამონტაჟო მასალების, ტექნიკის მაღაზიები.
რესტორნები და კაფე-ბარები ღიაა მხოლოდ OP და OP+ რეჟიმებით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.korona.gov.sk
საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ არსებული უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვა და გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის რეკომენდაციები“. – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.