ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინო არობელიძე გაზეთ Chicago Reader-ის ყოველწლიურ პრესტიჟულ კონკურსში იღებს მონაწილეობას. Best of Chicago 2021 – ზე ნინო Best Singer Songwriter და Best Inernational or World Music Act კატეგორიაშია წარმოდგენილი, გაზეთის მკითხველს გამარჯვებულის გამოსავლენად ხმის მიცემა 2 თებერვლამდე ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია. გამარჯვებულები მარტში გამოვლინდებიან. “Best Of Chicago” მნიშვნელოვანი პროექტია და დიდ როლს თამაშობს გამარჯვებულთა შემდგომ წარმატებებში.
ჩიკაგოში მცხოვრები ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი ნინო არობელიძე სცენური სახელით “Girl Named Nino” (გოგონა სახელად ნინო) ფორტეპიანოზე, გიტარაზე, ბასგიტარაზე, სიმებიან და დასარტყმელ ინსტრუმენტზე უკრავს. მას ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში უკვე ასეულობით კონცერტი აქვს ჩატარებული.ჯაზი, ინდი როკი, სოული, ალტერნატიული როკი, არტ როკი, ბაროკო-პოპი და კლასიკური მუსიკა ის ძირითადი ჟანრებია, რომელთა შეზავებითაც გამორჩეული ხმის ტემბრის მქონე მომღერალი უნიკალურ მუსიკას ქმნის.
ნინოსათვის ხმის მიცემა მოცემული ლინკის საშუალებით შეგიძლიათ: https://chicagoreader.com/best-of-chicago/2021-nominating-voting-ballot-categories/?fbclid=IwAR3t3-DJG1p9FZaCteKU-e4L05QsWUDNfpnVtjTFnO7rBRbFpKmetkin1LE#/gallery/?group=403032