ისრაელის საელჩო საქართველოში და “Chai Khana” აცხადებენ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსს ქალთა უფლებების თემაზე.
“Chai Khana” ეძებს ავტორებს, რომლებსაც აინტერესებთ და აღელვებთ ქალთა უფლებები. აქვთ ფილმის იდეა და ეძებენ მხარდამჭერებს. ფილმი შესაძლებელია იყოს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.
„”Chai Khana”-ს მთავარი ამოცანაა იპოვოს და გააზიაროს იმ ქალების ისტორიები, რომელთა უფლებებიც ყოველდღიურად ილახება. მათ შორის შეიძლება იყოს იმ ქალების ამბებიც, რომლებიც თანასწორობისთვის, სამართლიანი გარემოსთვის იბრძვიან. ამ ისტორიებში გვინდა გვესმოდეს იმ ქალების ხმა, რომლებიც ხშირად დაკარგულია.
ფილმი გამოქვეყნდება “Chai Khana”-ს ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში.
– აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა – 20 იანვარი, 2022.
– პირველი სამუშაო ვერსიის (First cut) გამოგზავნის ვადა – 20 თებერვალი, 2022.
– ფილმის საბოლოო ვერსიის წარდგენის ვადა – 20 მარტი.
ფილმისთვის გამოყოფილი ჰონორარია – 5,000 ლარი”, – ნათქვამია “Chai Khana”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.