„კონცეპტArt“ – ის ინფორმაციით, მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიისა და ოქროს მედლის პრიზიორმა, პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა ევროპული ტურის ფარგლებში პირველი სოლო კონცერტი გამართა. საღამო ბარსელონას ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ისტორიულ რომეას თეატრში შედგა.
ქართველი პიანისტის საღამოზე დასასწრები ბილეთები სრულად გაიყიდა და კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.
სხვათა შორის, ამ დღეებში სანდრო გეგეჭკორი მსოფლიო საერთაშორისო საკონკურსო ფედერაციის – World Federation Of Music Competitions არტისტი გახდა.