დასავლეთ ევროპის მიტროპოლის აბრაამის კურთხევით, ქალაქ მადრიდის წმ. გიორგის სახელობის სამრევლოს მგალობელთა გუნდმა “იადგარმა” მონაწილეობა მიიღო მოცეკვავეთა დასის “Georgia”- ს მიერ ორგანიზებულ კონცერტში.
კონცერტი მიეძღვნა ქართველი ემიგრანტის, ყველასათვის საყვარელი მეცო სოპრანოს – ლალი ჭილაიას ხსოვნას.