ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი ფიზიკის მიმართულებით, დოქტორი გოდერძი დიდებულიძე მაღალი იმპაქტფაქტორისა (2.686) და სკოპუსის ბაზაში ციტირების ინდექსის (2.9) მქონე MDPI-ის ღია წვდომის რეიტინგული ჟურნალის „ატმოსფერო“ სპეციალური გამოცემის მოწვეული რედაქტორი გახდა.ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
სპეციალური გამოცემა, რომლის მოწვეული რედაქტორია გოდერძი დიდებულიძე, ეძღვნება გრავიტაციულ ტალღებსა და ატმოსფერულ-იონოსფერულ ფიზიკაში არსებულ თანამედროვე კვლევის შედეგებს და მისი სახელწოდებაა “State-of-Art in Gravity Waves and Atmospheric-Ionospheric Physics”.სპეციალური გამოცემა იღებს ნაშრომებს 2022 წლის 17 აგვისტომდე.