ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 16 იანვარს დასრულდა ევროპის ჩემპიონატის საშეჯიბრო ნაწილი ფიგურულ ციგურაობაში. მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა სპორტულ ცეკვებში, მამაკაცებსა და ქალებში. 26 ქვეყნის 33 მონაწილეს შორის ორი პროგრამის შედეგის მიხედვით ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა ჯამური 253,91 ქულით მე – 6 ადგილი დაიკავა, ხოლო ქალების კატეგორიაში დებიუტანტი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა 30 ქვეყნის 36 მოციგურავე ქალს შორის 188,17 ქულით მე – 7 პოზიციაზე აღმოჩნდა, რაც ასეთი დონის ტურნირზე, პერსპექტიულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.
კარინა საფინასa და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა კი 14 ქვეყნის 21 წყვილს შორის მე – 4 პოზიციით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი, რაც ნამდვილად საუკეთესო შედეგი იყო დებიუტანტი წყვილისათვის ასეთი მაღალი კონკურენციის პირობებში.”2022 წლის ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისათვის,ოლიმპიური თამაშების წინ, ძალიან მნიშვნელოვანი სტარტი იყო. დაკავებული ადგილების გათვალისწინებით მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ მოიპოვა 2-2 სპორტსმენის წარდგენის უფლება როგორც მამაკაცებში, ასევე სპორტულ წყვილებსა და ქალთა კატეგორიაში, რაც კიდევ უფრო წარმომადგენლობითს გახდის ქართველ მოციგურავეთა გუნდს ევროპის მომავალ ჩემპიონატზე” აღნიშნულია ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადებაში.