თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტის მორიგ წარმატება.
2022 წლის 9 იანვარს, ქ.მოდენაში (იტალია), ჩატარდა ნიკოლაი გიაუროვის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალისტების გალა კონცერტი, სადაც I პრემიის ლაურეატი გახდა კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი გიორგი მანოშვილი.
ხელმძღვანელი – პროფესორი ელდარ გეწაძე.