The Calvert Journal-მა გამოაქვეყნა მოკლე ჩამონათვალი – რა წავიკითხოთ 2022 წელს – 10 წიგნი აღმოსავლეთ ევროპიდან სამყაროს უკეთ შესაცნობად. ათეულში შევიდა დიანა ანფიმიადის ლექსების კრებული “რატომ აღარ ვწერ ლექსებს”. წიგნი მთარგმნელობითი პროგრამის ,,ქართული ლიტერატურა თარგმანებში” ფარგლებში ითარგმნა და გამოიცა გამომცემლობის Bloodaxe Books მიერ. მთარგმნელები: Jean Sprackland და ნატალია ბუკია-პეტერსი.ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
აღსანიშნავია რომ ლექსების კრებული მწერალთა სახლის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და ავსტრიული გამომცემლობა Wieser Verlag-ის მიერ გამოიცა 2020 წელს.