ეკა ესებუა აშშ-ში მოღვაწე ქართველი ფოტოხელოვანია. ის ნიუ-იორკში 2017 წლიდან ცხოვრობს. საქართველოში მედიასფეროში მოღვაწეობდა, იყო აქტიური ჟურნალისტი და მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. 2020 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის პრესტიჟული კინოაკადემია ფოტოგრაფიის მიმართულებით და დაიწყო კარიერა, როგორც პროფესიონალმა ფოტოგრაფმა.
თავის დამკვირება დიდ მეგაპოლისში მარტივი არ ყოფილა, თუმცა მედიასფეროში დაგროვილი გამოცდილება დაეხმარა საკუთარი თავი ეპოვა ახალ პროფესიაში და გზა წარმატებით გაეკვალა… საკუთარი ფოტოსტუდიაც შექმნა და აქტიურად მუშაობს საინტერესო პროექტებზე, მონაწილეობს ფოტო კონკურსებსა და გამოფენებშიც. ცოტა ხნის წინ, მისი ორი ფოტო Photoville-ის მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონკურსის „My Park Moment“ გამარჯვებული გახდა.
,,მოტივაცია წინ და წინ ვიარო, ჩემი დიდი ოჯახი და 4 შვილია“ – ამბობს ინტერვიუში ეკა ესებუა. უფრო ვრცლად მისი ამბავი გაიგეთ ვიდეობლოგში ,,ემიგრანტული ამბები“.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"