ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციიათ, 19 იანვარს, საქართველოს სამთო კურორტები 15 საერთაშორისო ინფლუენსერს უმასპინძლებს.
პროექტი ამერიკულ სოციალურ ქსელთან, Steller-თან თანამშრომლობით იგეგმება.
„Steller-ი ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს მოგზაურობასთან დაკავშრებული გამოცდილების გაზიარების ახლებურ გზას სთავაზობს.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2021 წელს “Steller”-თან ერთად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კამპანია განახორციელა“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.