მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს” მიერ ხორციელდება პროექტი – დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის ,,მგზავრი წერილებით” გადაღება. პროექტის ფარგლებში მაყურებელი იხილავს იმ ადამიანებს, ვინც ყველაფერს აკეთებს ქართული ენის, დამწერლობის, ფოლკლორის, კულტურისა და რაც მთავარია ერთმანეთის შენარჩუნებისთვის ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ფილმი უშუალოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეების შესახებ გვიამბობს და ეძღვნება უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. რეჟისორი კი ნიკოლოზ ხომასურიძეა.
„პროექტის იდეა ავიტაცეთ იმ ქვეყნებში მყოფმა პედაგოგებმა,რომლებიც რეალურად ვიდექით მომავალი თაობების, ქართულად აღზრდის სადარაჯოზე – ამბობს ლელა კუხიანიძე. ის შვედეთში წლებია ცხოვრობს და მოღვაწეობს. მუსიკოსი და ხელოვნებათმცოდნე სტოკჰოლმში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელია. ლელა არაერთი საინტერესო პროექტის ავტორი და მხარდამჭერია.
ფილმის გადაღებისას ჩვეულებრივი, ყოველკვირეული გაკვეთილი ვაჩვენეთ. ჩვენ უპრობლემოდ ვსაუბრობთ მშობლიურ ენაზე, ვწერთ და ვკითხულობთ, დიახ, ასომთავრულადაც კი. ვმღერით, ვუკრავთ, ვსწავლობთ ცეკვის ილეთებს და ვიზრდებით ქართულად. ეს წერილი და ფილმი,რომელიც გადაგვიღეს აღმოჩნდება ჩვენი პატრიარქის მაგიდაზე და დარჩება ისტორიას, მომავალ თაობებს, რომ ჩვენ, ჩვენს შვილებს არ ვწყვეტთ ფესვებს…|
„ჩვენო ძვირფასო პატრიარქო, უწმინდესო და უნეტარესო, ამ წერილს ვწერ და ხელი არ მიკანკალებს რადგან თქვენს წინაშე, სამშობლოს წინაშე და თითოეული მოსწავლისა თუ მშობლის წინაშე მართალი ვარ. მერვე წელია მსახური ვარ ამ დიადი საქმისა და დღემდე არ ჩამიმუხლია. მყოლია გვერდით თანამშრომლებიც,რომლებმაც ასევე წვლილი ჩადეს უანგაროდ, სულისკვეთებით.(ჩამონათვალს მოგაწვდით,რადგან გარკვეული მიზეზის გამო დატოვება უწევდათ, მინდა მათი სახელები იყოს თქვენს თბილ ნავსაყუდელში) მშობლები, რომლებმაც ბავშვები მოგვიყვანეს ,მოგვანდეს, ჩვენთან ერთად იბრძვიან არ გაუცხოვდნენ მათი შვილები სამშობლოსაგან. შვედეთს, სტოკჰოლმს ამ დოკუმენტურ – მხატვრული ფილმის “მგზავრი წერილებით” ეგიდით გადასაღებად ეწვია რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე მისი პროფესიონალი გუნდით,როგორი ამაღლებული დღეები გვქონდა? აღწერა გამიჭირდება, თუმცა ვეცდები:
ჩამოსვლის პირველივე წამიდან, რომ გეტყვიან ჩვენ ძალიან გვიყვარხართ და ყველაფერი კარგად იქნებაო, გაქრება დაძაბულობა და შეიგრძნობ, რომ შენი ოჯახის წევრი გესტუმრა მონატრებული საქართველოდან. პირველი დღე : სტუდიაში გადაგვიღეს, სადაც ჩავატარეთ ქართული გაკვეთილი “ფარნავაზის ისტორია და მის მიერ შექმნილი ქართული დამწერლობა” მეორე დღე: სტოკჰოლმის ბუნების მუზეუმში სადაც საახალწლო ზეიმი მოვუწყვეთ ბავშვებს, რასაც ყოველწლიურად ტრადიციულად ვაკეთებთ ხოლმე. ამავე დღეს გვქონდა პრეზენტაცია წიგნისა ” “ნერგები” ეს არის პირველი წიგნი ემიგრანტ ბავშვებზე და მშობლებზე. მესამე დღე:როგორია სტოკჰოლმი და ჩვენ მის ქუჩებში. როგორ ამაყად დავაბიჯებთ ფანდურით და სალამურით ხელში. გვციოდა , ხელები გაყინული გვქონდა ჩვენ კი ვმღეროდით…შიგნიდან ,სულში სხვა სითბო გვეღვრებოდა,ჩვენ ერთ ად ვიყავით სტუმარი თუ მასპინძელი . ჩვენ არ ვიდექით მშობლიურ მიწაზე მაგრამ იმ წუთში ერთად ყოფნა გვათბობდა.
ჩაგვწერეს, ინტერვიუები შედგა! ვყვებოდით ჩვენი საქმის შესახებ,ვინ ვართ,რანი ვართ,საიდან მოვდივართ და რას ვაკეთებთ და რატომ. ეს ჩვენ კი ვიცით, მაგრამ წლების შედეგ მომავალმა თაობებმაც რომ იცოდნენ. . შეხვედრა საელჩოში,მონახულება შვედეთის ისტორიის მუზეუმის, სტუმრობა ოჯახებში და ….აი,რაც ძალიან გაგვიჭირდა , სტუმრების გაცილება. მგონი გული თან წაიღეს და ეს იგრძვნეს კიდეც !
ემიგრანტი ბავშვი გმირია და ამას ვიმეორებ სულ…მე,ჩვენ,ის და ყველა მოზრდილი გააზრებულად ვმოქმედებთ, მაგრამ თუ ბავშვს ეროვნული სული, წერა,კითხვა და ერთმანეთის სიყვარულის არ ასწავლე და ჩაუნერგე,რას აკეთებდი უკეთესს მაშინ ემიგრაციაში?
(ერთ ამოსუნთქვაშია დაწერილი)
თუ ემოციური მოგეჩვენოთ, მაპატიეთ)“
ლელა კუხიანიძე.