ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ამბავს აქვეყნებს მშვენიერი და გამორჩეული ქართველი ქალის – სალომე ანდრონიკაშვილის შესახებ – 1906 წელს სანქტ-პეტერბურგში სასწავლებლად ჩასულმა ქართველმა თავადის ქალმა მაშინვე მიიქცია საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება და მშფოთვარე ცხოვრებაც განვლო…ნოდარ პაპუაშვილი წერს:
“სალომე ანდრონიკაშვილის წერილი უცხოეთიდან ძმისადმი, ძმის დახვრეტის საბაბი აღმოჩნდა…ძმისშვილი, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი ჟორჟ პომპიდუს მრჩეველი გახლდათ და როცა პომპიდუ მოსკოვში ჩამოვიდა, კონსტანტინემ თბილისში ნათესავების ნახვა მოითხოვა. ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა…იცის, ეს ბევრმა. სალომე ანდრონიკაშვილი პარიზსა და ლონდონში ხელოვნების მეცენატი იყო მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. პარიზში ფაქტიურად მან გადაარჩინა მარინა ცვეტაევა შიმშილს. როცა ანნა ახმატოვას ოქსფორდის პრემია გადაეცა, წერდა: მოვინახულე ლონდონი და სიყრმის მეგობარიო. დიდი პოეტესა სალომე ანდრონიკაშვილის მიერ ნაჩუქარი ვენეციური შარფით დაკრძალეს. ეს კადრები არსებობს, თუმცა ამ დაკრძალვას “კგბ” აკონტროლებდა მაშინ. რეჟისორმა და ოპერატორმა არანოვიჩმა ფარულად გადაიღო ახმატოვას დაკრძალვა, რასაც მისი სამსახური შეეწირა..მხატვარ იაკოვლევის ნახატი,,სალომეა” გრაფმა ნიკიტა ლობანოვ-როსტოვსკიმ სოტბის აუქციონიდან გამოისყიდა და ცვეტაევას მუზეუმს უსახსოვრა მოსკოვში. მანდელშტამის, ცვეტაევას, ახმატოვას ლექსებში სამუდამოდ ჩარჩა ქართველი ქალის ხატება, ბუნინმა დიდებული მიძღვნა დატოვა. საყოველთაოდ ცნობილია ცვეტაევას მინიატურა-მიძღვნა,,სიზმარი” მანდელშტამის (,,სალომინკა”) და ახმატოვას (,,Тень”) ლექსები მისადმი, საუკეთესოა მათ შემოქმედებაში. დიდი მხატვრების: პეტროვ- ვოდკინის, ვასილ შუხაევის, ზინაიდა სერებრიაკოვას, საველი სორინის (სერებრიაკოვას ნახატი სალომე ანდრონიკაშვილმა სიცოცხლეშივე თბილისის ხელოვნების მუზეუმს უსახსოვრა) მუზა გახლდათ. არ მახსოვს გვარი, ერთ-ერთმა ლონდონელმა სკულპტორმა მისი ხელის მტევნები გამოძერწა და ერთ-ერთ იქაურ მუზეუმშია!
ლონდონამდე, სალომე ანდრონიკაშვილი პარიზის ჟურნალ ,,ვოგში” მუშაობდა. ერთგან წერს, რომ ჟურნალის რედაქტორი ყოველთვის მეკითხებოდა, ვინ იყო ჩემი მეგობარი მარინა ცვეტაევა, რომელსაც ყოველთვიურად 120 ფრანკს უხდიდა თავისი ჯიბიდან, ჩემი ხვეწნა -მუდარის გამოო…
კომნენოსების და ქიზიყის მოურავ ანდრონიკაშვილების შთამომავალი, 1982 წელს გარდაიცვალა ლონდონში. გურამ შარაძის თქმით,რამდენი მასალა დარჩა მის გამოუკვლევ არქივში, თუნდაც ანნა ახმატოვასა და მარინა ცვეტაევას წერილები, მოგონებები თბილისსა და კახეთზე…ახმატოვას რუსულ ორტომეულში, კომენტარებში, მასზე ასეთი ჩანაწერია: ,,მე საქართველოდან წამოვედი, მაგრამ ჩემი გული სამუდამოდ იქ დარჩა”